პროკურატურაში გიორგი გაბუნიაც დაიბარეს

04 ოქტომბერი 2019, 18:01 1923 ნახვა

ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის ყოფილი და ''მთავარი არხის'' მოქმედი თანამშრომელი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს.

მისი გამოკითხვა ორშაბათსაა ჩანიშნული, თუმცა ზუსტი დროს ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. 

გიორგი გაბუნია ''რუსთავი 2''-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურაში ნოდარ მელაძეც დაიბარეს. მას ხვალ 11 საათზე გამოკითხავენ. 

ჩვენება უკვე მისცა ტელეკომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ლაფერაშვილმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი