ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო სისტემაში საკონსტიტუციო ცვლილებები საჯაროდ განიხილეს. დეპუტატებმა მოსახლეობას პროპორციული სისტემის არსი გააცნეს, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება და არ იქნება საარჩევნო ბარიერი.
თუმცა, აჭარის შემთხვევაში ბარიერი მხოლოდ მცირედით შეიცვლება და 5% ის ნაცვლად 4 მთელი 76 მეასედი პროცენტი იქნება. მომავალ არჩევნებზე შეუძლებელი იქნება ბლოკებად გაერთიანებაც, სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი ოპოზიციამ. მოსახლეობა ცვლილებებს მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ მმართველი ძალა მაინც უპირატესობაში რჩება.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ პროპორციულ სისტემაში სხვა ცვლილებების შეტანა აღარ იგეგმება.