მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი კომისიის პირველი სხდომა

03 ოქტომბერი 2019, 15:00 1673 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წწევრების შესარჩევი საკონკურსო კომისია პირველად შეიკრიბა. კომისიამ თავმჯდომარედ ერმილე მესხია აირჩია, მდივანი კი ასლან ლორთქიფანიძე იქნება.

კომისიამ დებულების პროექტიც დაამტკიცა. ცვლილება შევიდა 2 ნაწილში. კანდიდატს დოკუმენტაციაში ხარვეზის შემთხვევაში, ნაცვლად 24-ისა    48 საათი მიეცემა.   რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას,  ამჯერად ღია იქნება, თუმცა სავარაუდოდ  მედიისთვის დახურული.

ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კომისიის 3-მა წევრმა, წინააღმდეგი ასლან ლორთქიფანიძე იყო. სხდომას არ ესწრებოდა ლევან ჯაყელი. დებულების პროექტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს დასამტკიცებლად გადაეცა.
 

კომისიამ 23 კანდიდატის დოკუმენტაცია 15 დღის განმავლობაში  უნდა  განიხილოს, ამის შემდეგ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი