საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების მოსამზადებელ ეტაპს 7 ოქტომბრიდან გეგმავს.
ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებულ 24 კაციან შემადგენლობაში, ერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ლაშა დვალი გამოაკლდა. უნგრული „ფერენცვაროშის“ ფეხბურთელს, ბათუმის „დინამოს“ წევრი გიორგი ნავალოვსკი შეცვლის.
მიმდინარე წლის ბოლო საშინაო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერ ირლანდიის ნაკრებთან 12 ოქტომბერს, თბილისის დინამო არენაზე გამართავს. 15 ოქტომბერს ჩვენი გუნდი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.