„ფორმულას“ გენერალურ დირექტორს და დამფუძნებელს პროკურატურაში 9 საათი კითხავდნენ. იმის გამო, რომ ზუკა გუმბარიძეს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი, დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრა.
საქმე ეხება „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ეპიზოდს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2015 წელს ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინტერმედია პლუსთან“, რომლის მფლობელთა შორისაა ზუკა გუმბარიძე.