ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა ის მთავარი, რის გამოც ყველა ღიად აკრიტიკებს მოქმედ მთავრობას. აკრიტიკებენ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებითაც. დღეს ყველა იხსენებდა იმას რითიც ახსოვთ „ქართული ოცნების“ მმართველობა. მათ შორისაა საპროტესტო აქციები, სპეცრაზმის კლუბში და პანკისში შეყვანა. ბასიანის, მაჩალიკაშვილის, სარალიძის აქციები. ამავე ხელისუფლების პირობებში დაიწერა „გავრილოვის ღამე.“
გასული წლები დასამახსოვრებელი იყო აქამდე არნახული ამბით - აჭარიდან გურიაში ზღვის გავლით ხეების გადატანით. „მოცურავე ხეებამდე“ კი გვახსოვს პოლიციის წინააღმდეგ გამართული და უმართავი აქცია ბათუმში. უფრო ადრე კი ბათუმის ბულვარის დასაცავად გამოსული ხალხი. „მთავარმა“ ბოლო 7 წლის არქივს გადახედა აჭარაში.