“შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი” დასრულდა

04 სექტემბერი 2016, 00:00 3796 ნახვა

პირველად ქართულ სცენაზე ლონდონის გაერთიანებული გოსპელის გუნდი გამოვიდა. ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი გუნდი, რომელიც  მადონას, პოლ მაკარტნის, ჯორჯ მაიკლისა და ქაილი მინოუგის შოუებში მონაწილეობდა, გუშინ ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა. ვოკალური გუნდი საქართველოში სპეციალური სტუმრის სტატუსით “შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის” გალა კონცერტზე იმყოფებოდა. ფესტივალი პირველად გაიმართა და მას გურიამ უმასპინძლა. დასკვნით საღამოზე ასევე შესრულდა ფოლკლორული სიმღერები, როეელიც იტალიის, შვეიცარიის, თურქეთისა და საქართველოს ჯგუფებმა შეასრულეს. გალა-კონცერტი სუხიშვილების ანსამბლმა გახსნა. კონცერტს უხარვეზოდ არ ჩაუვლია. შუახევის ანსამბლის სოლისტს სცენაზე მიკროფონი გაეთიშა. რის გამოც, მაყურებლის ნაწილი უკმაყოფილო დარჩა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში