სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა გენერალურ პროკურატურაში დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას გამოკითხვა. დაბარება მისსავე განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს და მას ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები გააჩნია.