მეჩეთის საქმეზე დისკრიმინაციის ნაწილს არ ვეთანხმები - ლაშა კომახიძე გასაჩივრებისთვის ემზადება

30 სექტემბერი 2019, 14:02 2115 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დისკრიმინაციულად მიიჩნია მერიის მიერ გამოცემული დადგენილება, ახალი მეჩეთის აშენებაზე უარის თქმის შესახებ. ჯუმბერ ბეჟანიძემ, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

ლაშა კომახიძემ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ დისკრიმინაციის ნაწილში გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. სხვა პუნქტებთან მიმართებაში კი, ჯერ სამოტივაციო წერილს შეისწავლიან და შემდეგ იმსჯელებენ. 

''ძალიან მნიშვნელოვანია სამოტივაციო ნაწილი ამ გადაწყვეტილების, თუ რატომ იქნა დისკრიმინაციულად ცნობილი ეს ფაქტი. ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ დისკრიმინაციის ნაწილში გავასაჩივრებთ, დანარჩენ ნაწილზე კი, ვიმსჯელებთ. მნიშვნელოვანია საბოლოოდ სასამართლო როგორ დასრულდება'' - განაცხადა ბათუმის მერმა. 

ლაშა კომახიძის განმარტებით, მოლაპარაკება ბევრჯერ შედგა, თუმცა პროცესები საბოლოოდ შედეგამდე ვერ მივიდა. 

''ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა ეს საქმე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დასრულდა, ვერ შედგა შეთანხმება და ფაქტია რომ სასამართლოს გზით მივდივართ''. 

მერმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ გამოსავალს მუსლიმთა სამმართველოს პროცესებში ჩართულობასა და მოლაპარაკებებში ხედავდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი