მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმას სოციალური დახმარება მოუხსნეს

29 სექტემბერი 2019, 18:30 1290 ნახვა

პარლამენტის წინ კარავი აქვს გაშლილი მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის მეუღლეს მედიკო მარგოშვილსაც.  გაირკვა, რომ  მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის  ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს.  მათ ეჭვი აქვთ, რომ გადაწყვეტილება მორის მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.

სოციალურ სააგენტოში კი განმარტავენ, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს ჯერ კიდევ 1 წლის წინ მაღალი სარეიტინგო ქულის გამო დაუფიქსირდათ და საკითხის გადახედვა ხელახლა მიმართვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. მორის მაჩალიკაშვილი  საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. იგი  20-21 ივნისის მოვლენების გამო დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი