კეთილი ნებით დაკომპლექტებული პარტიული სიები 

28 სექტემბერი 2019, 20:30 1897 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თელავიდან 13 სექტემბერს დაიწყო. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება.

პროექტით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა. ოპოზიცია ნულოვან საარჩევნო ბარიერსა და ბლოკების გაუქმებას არ ეთანხმება. 2017 წელს განახლებული კონსტიტუციით, საქართველოში პირველი სრულად პროპორციული არჩევნები 2024 წელს უნდა გამართულიყო. ხელისუფლებამ მაჟორიტარული სისტემა დათმო 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ - როცა სახელმწიფომ ძალის გამოყენებით დაშალა ანტისაოკუპაციო აქცია, რა დროსაც დაშავდა ასეულობით ადამიანი და რამდენიმემ თვალი დაკარგა.

არჩევნების პროპორციული მოდელით ჩატარებას არა 2024, არამედ 2020 წლისთვის ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ითხოვდა. ის, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემით ჩატარდება - უკვე გადაწყვეტილია. აჭარაში ახლა იმაზე მსჯელობენ თუ როგორ უნდა შედგეს პარტიული სიები და როგორ უნდა მოხვდნენ პოლიტიკოსები რეგიონებიდან პარლამენტში.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი