შეწყალებების საქმე - დღეს დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს გამოკითხავენ

28 სექტემბერი 2019, 12:15 1097 ნახვა

პატიმართა შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებსაც გამოკითხავენ. უწყებაში გიორგი ტალახაძეს, გიორგი მიროზაძეს და ლაშა ხურცილავას ერთ საათში ელოდებიან.

უწყებაში უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. როგორც იცით, პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი