აჭარაში დღეს ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება.
ძლიერ წვიმასთან ერთად გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე, შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა ბათუმში: ღამით +18, დღისით +20 გრადუსი იქნება.
ნალექის ინტენსივობა დღის ბოლოს დაიკლებს და ქარი ჩადგება.
კვირას დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც შედარებით მოიმატებს.