მოსთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელიას მოსამართლეობის კანდიდატების ნაწილის მხარდაჭერა?

27 სექტემბერი 2019, 18:06 1751 ნახვა

„ივანიშვილი ჩინჩალაძის გაყვანას მთხოვდა“ - ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილთან არაფორმალურ შეხვედრაზე საუბრობს. როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს,  მოსამართლეებზე საუბარს, ვიცე-სპიკერი  ჩუგოშვილიც ესწრებოდა.

ასევე ამბობს, რომ მას პირადად ივანიშვილი სთხოვა ათიდან ხუთი მოსამართლის გაყვანას, მათ შორის, მიხელ ჩინჩალაძისას, რაზეც მან ქართული ოცნების თავმჯდომარეს უარი უთხრა.

ეკა ბესელია ამბობს, რომ სწორედ ამ სიას შეეწირა მისი თანამდებობა და ამის გამო დატოვა პარტიაც. დეპუტატი აანონსებს, რომ  ხელისუფლებაზე კიდევ მეტს იტყვის, რადგან უკან დახევას არ აპირებს. ოპოზიციას ეკა ბესელიას განცხადების სჯერა, უმრავლესობა კი ამბობს, რომ დეპუტატი ჭორაობს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი