ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
წელს აკადემიას 570 სტუდენტი შეემატა. სწორედ ამდენი ვაკანტური ადგილი იყო 2019-2020 სასწავლო წლისთვის აკადემიაში.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
აკადემიაში სწავლა ორი მიმართლებით ხორციელდება. ესენია: საზღვაო-საინჟინრო და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. ამჟამად აკადემიაში დაახლოებით 3000 სტუდენტი სწავლობს.