აუდიტის სამსახური ქობულეთის მერიის სამსახურების საქმიანობას სწავლობს. აუდიტორები ადგილობრივ მერიაში თვეზე მეტია მუშაობენ. თანამშრომლები ამბობენ, რომ სპეციალისტები ფინანსური დოკუმენტაციით და შესყიდვებით არიან დაინტერესებული. „მთავარმა“ გაარკვია, რომ არსებობს კითხვები რამდენიმე თვის წინ სანაპიროზე მოწყობილ გაბიონებთან დაკავშირებითაც.