მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების გამო ეკა ბესელიას მოუწოდებენ, დეპუტატის მანდატი დატოვოს და ამასთან, გარკვეულ სანქციებზე საუბრობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, თინა ბოკუჩავა გენდერულ საბჭოს მიმართავს.
ოპოზიცია ქალი დეპუტატის შევიწროებასა და ტერორზე საუბრობს, ხალხი კი სოლიდარობის აქციას აანონსებს. ეკა ბესელიას მხარდამჭერი კამპანია სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს. ვანო ზარდიაშვილი კი ისეც სექსისტურ განცხადებას აკეთებს.