ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა - /ვიდეო/

26 სექტემბერი 2019, 14:57 4767 ნახვა

ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

"ბესელიას მორალი" - ვანო ზარდიაშვილის მხრიდან გაჟღერებული ამ  რეპლიკის გამო, ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილთან მივიდა და დაარტყა.

ბესელია ზარდიაშვილს ხელით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეეხო.

დეპუტატებს შორის, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა.

კომიტეტის სხდომაზე  დაძაბული სიტუაცია რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ისმოდა  ბესელიას მხრიდან ზარდიაშვილის მისამართით შეძახილი: „ნაძირალა“.
 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი