ხელისუფლებამ აჭარის მაუწყებელის დირექტორად მისი კანდიდატი ვერ გაიყვანა და ახლა სასამართლოთი ცდილობს

26 სექტემბერი 2019, 12:38 3251 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსის შეჩერებაზე, ფონდ  "ღია საზოგადოება საქართველოს" მედია-პროექტების მენეჯერი, ხატია ჯინჯიხაძე ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარება სახელისუფლებო კანდიდატის გაყვანის მცდელობას უკავშირდება. 

"ფაქტი არის ერთი, რომ ხელისუფლებას ჰყავს თავისი რჩეული კანდიდატი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც ვერ გაიყვანა ამ სამი კონკურსის განმავლობაში. და ახლა სასამართლოს გზით ცდილობს ამის გაკეთებას. 

ეს სასამართლო ალბათ მოიტანს იმას, ამ ბორდს უბრალოდ ამოეწურება უფლებამოსილება და დირექტორს ვერ აირჩევს. და ახალი მრჩეველთა საბჭო, რომელიც იქნება სრულად კონტროლირებადი, ამ ბორდისგან განსხვავებით,  მოხდება სახელისუფლებო კანდიდატის არჩევა" - აცხადებს   ხატია ჯინჯიხაძე.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძეც მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს და ამისთვის  უვადოდ ახლახანს დანიშნული, მოსამართლე გოცირიძე გამოიყენეს.  ქორიძის შეფასებით, გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ კონკურსის შეჩერების  განჩინება გამოსცა, ყველა სტანდარტს არღვევს და საქართველოს  ისტორიაში უპრეცენდენტოა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი