,,ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, ასეთი მაღალი ტრიბუნა გამოიყენო რეალური გზავნილებისთვის, რომლებიც შეიძლება შენს ქვეყანას წაადგეს”-ასე აფასებს ევროპული საქართველო პრეზიდენტის გამოსვლას გაეროში.
დეპუტატების ნაწილისთვის პრეზიდენტის მიერ დასმული აქცენტები მისაღებია, ნაწილისთვის კი პირიქით. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მას დააკლდა სიმწვავე და კონკრეტიკა.