შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, 16-დან 22 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 356 ფაქტი გამოავლინეს.
მაკონტროლებლებმა სულ 3 032 გადამხდელი შეამოწმეს.
დაფიქსირებულ დარღვევებს შორის ყველაზე მეტი 238 შემთხვევა, ნაღდი ანგარიშსწორების დროს, სალარო აპარატის არ გამოყენების ფაქტს უკავშირდებოდა.
ასევე დაფიქსირდა საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 99 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 19 ფაქტი.