აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 2 პირი - 1985 წელს დაბადებული ზ.გ. და 1985 წელს დაბადებული, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ბ. დააკავეს.
''გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.გ.-მ ბათუმში მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
რაც შეეხება რ.ბ.-ს, სამართალდამცველებმა ის იმ დროს დააკავეს, როდესაც ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილიდან ხელჩანთის მოპარვას ცდილობდა. საგამოძიებო მოქმედებების დროს, დაკავებულმა მის მიერ ჩადენილი ავტომობილის გაქურდვის რამდენიმე ფაქტიც აღიარა'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.