,,ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას, - მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ და აღნიშნული საკითხის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის თხოვნით მიმართა.