​''იაფი სახლის'' საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნების პატიმრობის საკითხზე დღეს იმსჯელებენ

24 სექტემბერი 2019, 08:57 1865 ნახვა

​''იაფი სახლის'' საქმეზე დაკავებული შვიდი მაღალჩინოსნის პატიმრობის საკითხზე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმსჯელებენ. პროცესი 15.00 საათზეა ჩანიშნული.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება მერიის 7 მაღალჩინოსანი პატიმრობაში თუ დაკავებულენი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან.

მერიის მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობის საკითხის გადახედვა, სასამართლომ გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება. პროკურატურა ფიქრობს, რომ ბრალდებულები პატიმრობაში უნდა დარჩნენ.

​''იაფი სახლის'' საქმეზე დაკავებული 7 პირის საქმეს, მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

სასამართლო ვალდებულია წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების პატიმრობის მიზანშეწონილობას, 2 თვეში ერთხელ გადახედოს​.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 7 პირი 30 მაისს დააკავეს. ბრალდებულებს შორის არის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.

წინა პროცესზე, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართა, მოწმეები დაკითხეს. მანამდე კი, შეკითხვებს აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა უპასუხეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი