უახლოეს პერიოდში შესაძლოა პროკურატურაში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გამოკითხონ. ორივე წარსულში რეგიონის საგზაო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
სწორედ მათ პერიოდს ემთხვევა საქმე რომელიც აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში გადააგზავნა. საუბარია ქობულეთში, ალამბარი-ზენითის გზის სამუშაოებზე, რომლებიც აუდიტის შეფასებით შესრულებულია უხარისხოდ. ასობით ათასი ლარი კი გადარიცხულია დასკვნების გარეშე. რა პასუხები აქვთ ბრალდების ადრესატებს და რას ითხოვს ოპოზიცია, რომელიც ასე აღიზიანებს მთავრობის თავმჯდომარეს.