ემუქრება თუ არა დანგრევა, დაზიანება, იერის ან ფუნქციის შეცვლა ბათუმის სავიზიტო ბარათად ქცეულ შენობას? საუბარია ნავსადგურის ცისფერ ძეგლზე, რომელიც ამჟამად იჯარითაა გაცემული. „მთავარის“ ინფორმაცია დადასტურდა, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ გადამოწმების შემდეგ უნებართვო და თვითნებური სამუშაოების გამო მმართველი კომპანია დაჯარიმდება. ამბობენ, რომ იყო საუბარი სასტუმროს მოწყობაზე, თუმცა არანაირი ნებართვა ამ ეტაპზე გაცემული არაა.