თამარ ალანიას დღეს დილიდან შეახსენეს წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები. მათ შორის კი ერთ-ერთი იყო ე.წ. მუხროვანის ამბოხი, ანუ საქმე რომელზეც 2009 წელს ალანიამ მსჯავრდებულები პატიმრობაში დატოვა, ახალმა ხელისუფლებამ კი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. ამ თემის და ზოგადად 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ არსებულ ვითარებაზე კითხვები უმრავლესობამ დასვა.
აინტერესებდათ გრძნობს თუ არა განსხვავებას მოსამართლე, რაზეც პასუხად მიიღეს რომ იგი ზეწოლის ქვეშ არასდროს ყოფილა. რაც შეეხება ოპოზიციას, ოკუპაციის ირგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხები იყო შოკისმომგვრელი უმცირესობისთვის. მიუღებელი იყო არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებული პასუხებიც. პასუხები ბიძინა ივანიშვილისა და ლევან მურუსიძის შეხვედრაზე. მოსამართლე წარსულიდან და პასუხები აწმყოში, ალანიას უცვლელი პოზიციები და დეპუტატების შეფასებები.