სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში. პრეზიდენტის გამოსვლა 25 სექტემბერსაა დაგეგმილი.
სალომე ზურაბიშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს უნივერსალური ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სამიტებშიც.