დეპუტატმა და „ნაცმოძრაობის“ წევრმა რადიო აჭარის პირდაპირ ეთერში იჩხუბეს /აუდიო/

20 სექტემბერი 2019, 20:28 5109 ნახვა

დეპუტატმა და „ნაცმოძრაობის“ წევრმა რადიო აჭარის პირდაპირ ეთერში იჩხუბეს /აუდიო/

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, დავით ბაციკაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რევაზ ხარაზი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი სტუდიაში, გადაცემა „კონპეტენტური პასუხის“ პირდაპირ ეთერში დაიწყო, როცა „ქართული ოცნების“ წევრი NDI კვლევების შედეგებზე საუბრობდა.

პოლიტიკური დეპატებები მალე დაპირისპირებაში გადაიზარდა. რეზო ხარაზმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას დამრბეველი უწოდა, საპირწონედ კი, დავით ბაციკაძემ  "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი  ელგუჯა ბაგრატიონი "აბაშიძის დაცვის წევრად" და ზონდერად მოიხსენია. 

ამის შემდეგ  რეზო ხარაზმა დეპუტატს კორუმპირებული უწოდა: „დამრბეველიც ხარ და კორუმპირებულიც, 30 კვადრატზე, ქალაქის ცენტრში, რვა სართულიანი სახლი დაადგი ხალხს თავზე“ .

რეპლიკას მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც დავით ბაციკაძემ განაცხადა, რომ "ცილიწამებისთვის ხარაზს სასამართლოში უჩვლებს".

თეკლა მჭედლიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში