ჩაქვში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ

20 სექტემბერი 2019, 10:39 1934 ნახვა

ჩაქვში, ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ჯერ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ,  შემდეგ კი, მსუბუქი მანქანა გზიდან გადავიდა და ბორდიულს დაეჯახა. 

ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. 

​შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში