მუნიციპალური ბაღების დეფიციტზე ბათუმის საკრებულოს უმრავლესობაც ალაპარაკდა

19 სექტემბერი 2019, 20:38 1324 ნახვა

ასობით მოზარდის ბაღს მიღმა დარჩენის შემდეგ მუნიციპალური ბაღების დეფიციტზე ბათუმის საკრებულოს უმრავლესობაც ალაპარაკდა. „ქართული ოცნება“ მერიას მოუწოდებს მეტი თანხა გაითვალისწინოს  და გამონახოს გზები პრობლემის მოსაგვარებლად, ოპოზიცია კი ღიად საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში მშენებლობების ტენდენციის ფონზე, პრაქტიკულად ადგილიც აღარ დარჩა ბაღის ასაშენებლად.

ამ თემაზე დეპუტატებს შორის პოლემიკა საკრებულოში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე გაიმართა. საკითხებს შორის კი „ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის“ რეგისტრაციის დაწყება იყო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი