ნინო ლომჯარია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალებზე წვდომას ითხოვს. სახალხო დამცველმა ამ მოთხოვნით საპარლამენტო ტრიბუნიდან დღეს დეპუტატებს მიმართა.
მოხსენება, რომლითაც ომბუდსმენი კანონმდებლების წინაშე წარსდგა ნინო ლომჯარიამ სიცოცხლის უფლების დაცვის მდგომარეობით დაიწყო. მიაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში უნდა წარმოადგინოს განმარტებები, რატომ ვერ დასრულდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება.
მაჩალიკაშვილის საქმის გარდა სიცოცხლის უფლების შესახებ ჭრილში განხილულია ხორავას ქუჩისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეებიც. ამ წუთებში სახალხო დამცველი პარლამენტარების შეკითხვებს პასუხობს.