7-1 - ამ ანგარიშით დაამარცხა ქედის "ბეთლემმა" სტუმრად მყოფი ხობის "კოლხეთი". მეტოქის კარში პირველი გოლი პირველი ტაიმის მე-8-ე წუთზე მამუკა მამულაძემ გაიტანა, 7 გოლიდან 5 გოლის ავტორი ამირან აბუსერიძეა, ხოლო ხოლო 1 გოლის ავტორი ალექსანდრე ლორია. ქედის კლუბმა განახლებული შემადგენლობით ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგაში დღეს პირველად იასპარეზა. 7 სექტემბერს "ბეთლემი" წალენჯიხის "დარჩელს" შეხვდება.