როგორია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა? მოხსენებას დღეს დეპუტატები სახალხო დამცველისგან მოისმენენ. სიცოცხლის უფლების შესახებ ჭრილში განხილულია თემირლან მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეები.
სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა ქალების მკვლელობის საქმეებიც. გასულ წელს ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი გამოვლინდა, მათგან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 7 შემთხვევა. ტრადიციულად ცალკე თავები ეთმობა ლგბტ, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულთა უფლებებს.