ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 20 ივნისის აქციის შესახებ გამოკითხული მოსახლეობის 92%-ს სმენია, მათგან 68% კი აღნიშნავს, რომ აქციის დაშლისას ხელისუფლებამ ძალას გადაამეტა. 20 პროცენტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ სათანადო ძალა გამოიყენა.
კვლევაში მონაწილე მოქალაქეების 43% ფიქრობს, რომ 20 ივნისის აქციაზე პასუხისმგებელი მხარე ხელისუფლება იყო. 14%-მა თქვა, რომ პასუხისმგებლობა ყველას ერთნაირად ეკისრება.
9% თვლის, რომ ეს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 8% კი ''ნაციონალუ მოძრაობას'' ასახელებს.
კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. სულ 2 131 რესპოდენტი გამოკითხეს.