ბათუმი, ამინდი - დასვენების დღეებში ტემპერატურა 19 გრადუსამდე დაიკლებს

19 სექტემბერი 2019, 09:59 1625 ნახვა

ხვალ, დღის პირველ ნახევარში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება, დღის მეორე ნახევრიდან კი, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. 

21 და 22 სექტემბერს ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ზღვაზე მოსალოდნელია შტორმული სიტუაცია, შესაბამისად ბანაობა აიკრძალება. ასევე, საზღვაო ტრანსპორტისთვის ხილვადობა იქნება შეზღუდული.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი