სწორედ მედიაზე საუბრით დაიწყო დღეს ბრიფინგი მამუკა ხაზარაძემ. თქვა, რომ საქართველოს პირველმა არხმა „ლელოს“ წევრების შესახებ გუშინ მათი კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია გაავრცელა.
ამასთან ახსენა თვალთვალი და კამერები მათ ოფისებში. ბადრი ჯაფარიძემ კი მოუწოდა ჟურნალისტებს ინფორმაცია მოიპოვონ მხოლოდ მათი არხებით. მკაცრი პასუხი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხის დირექტორს. პრემიერ-მინისტრ კი ირონიული.
„დაველოდებით ბოლომდე კიდევ რას განაცხადებს“ - თქვა დღეს გიორგი გახარიამ ხაზარაძის განცხადებაზე.