პრეზიდენტს ''გაუჩალიჩეს'' - ''ქართული ოცნების'' დეპუტატი

18 სექტემბერი 2019, 15:10 1507 ნახვა

''მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს გაუჩალიჩეს'' - ეს განცხადება მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პატიმრის შეწყალების საკითხზე კომენტირებისას ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა გააკეთა. 

ვანო ზარდიაშვილის თქმით, არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. 

''მთლიანად ნეგატიურია ეს საკითხი, ერთადერთი პოზიტივი ისაა, რომ პოზიცია, ოპოზიციაც, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დავიწყოთ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობს. მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს ე.წ. გაუჩალიჩეს'' - უთხრა ჟურნალისტებს ზარდიაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი