„მთავარი“ დღეს მიტოვებულ ანაკლიაში იმყოფებოდა. ქალაქში, რომელსაც უკვე ქვიშის ქალაქსაც უწოდებენ. ფაქტია ჭაობის დასაფარად გამოყენებულმა სილამ მთელი ქალაქი დაფარა. ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ქარიან ამინდში.
ადამიანებს ყოველდღიურად უხდებათ ქვიშისგან სახლების გაწმენდა, ამასთან აცხადებენ, რომ ეს უკვე მათ ჯანმრთელობაზეც ნეგატიურად მოქმედებს. აქვთ კითხვა - როგორ მოიქცნენ მანამ სანამ ანაკლიის პორტის მშენებლები და მთავრობა ერთმანეთში ურთიერთობას დაალაგებენ.. ჯენი კვანტალიანი მოგვიყვება უფრო მეტს.