გამოშვებას ვიწყებთ თემით, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ეს წითელი ყელსახვევებია, რომლებიც დღეს ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში გამოჩნდა.
მასწავლებელი ყელსახვევების გამოყენების პრაქტიკულ მიზნებზე საუბრობს, განათლების სპეციალისტი კი ამბობს, რომ საბჭოთა წარსულის მქონე საქართველოში პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული რას ნიშნავს პიონერთან ასოცირებული აქსესუარის გამოყენება. საქმის მოკვლევა უკვე დაიწყო რესურსცენტრმა. განათლების სამინისტროში კი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.