იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის კუთხით გამოვლენილ პრობლემებზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი. „საია“-მ და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომელშიც 4 ძირითადი საკითხი გამოიკვეთა.
ეს საკითხებია: "მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული ტენდენციები, დისციპლინური საქმის წარმოება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პროცესში გამჭვირვალობა და სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნა და მათი მოვალეობები". ანგარიშში კვლავ პრობლემად რჩება იუსტიციის საბჭოს მიერ მოუმზადებლად ჩატარებული სხდომები.