პატრიოტთა ალიანსის აქცია აშშ-ს საელჩოსთან

15 სექტემბერი 2019, 21:23 1340 ნახვა

„პატრიოტთა ალიანსის“ ანტიდასავლური აქცია ამერიკის საელჩოსთან.  პატრიოტებმა რამდენიმე დღის წინ საერტაშორისო კონფერენციაზე  მომხდარი ინცინდენტის გამო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების, დევიდ კრემერის და მეთიუ ბრაიზას პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება მოითხოვეს.

პარტიის  ლიდერებმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გააჟღერეს სამხედრო მიუმხრობლობის იდეა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საწინააღმდეგო მესიჯები გაავრცელეს. აქციის მონაწილეებს აშშ-ის საელჩოს წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს, ადგილზე მობილიზებული იყო  საპატრულო პოლიცია და საელჩოს დაცვის სამსახური.

პატრიოტთა ალიანსის საპრტესტო აქციას მოყვა გამოხმაურება, ოპოზიცია აქციის წახალისებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.  რასაც მმართველი გუნდი არ იზიარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი