ხვალ სასწავლო პროცესი იწყება საჯარო და კერძო სკოლების ნაწილში. აჭარაში 229 საჯარო სკოლაა, საიდანაც სწავლა 228 ში განახლდება. გამონაკლისია მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის და სოფელ ხალას საჯარო სკოლა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი 30 სექტემბერს განახლდება . ასეთი ქვეყნის მასშტაბით 19 სკოლაა. გაცდენილ საათებს მოსწავლეები შაბათის ხარჯზე ანაზღაურებენ. პირველკლასელების წელსაც საჩუქრად მიიღებენ ნეთბუქებს, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ წელს სკოლებში იაკობ გოგებაშვილის ''დედაენა'' ბრუნდება.