ეუთოს ანგარიშში დასახელებულ ხარვეზებს მესამე სექტორი იზიარებს

14 სექტემბერი 2019, 15:30 1323 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნომინირებისა და  დანიშვნის პროცედურები  კრიტიკულად შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის თავმჯდომარემაც. გიორგი მშვენიერაძე აცხადებს , რომ   პროცესმა  სასამართლო სისტემის  პრობლემები გამოაჩინა და  ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა.

მისი თქმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მიკერძოებულები იყვნენ მათი ფავორიტი კანდიდატების მიმართ, ასევე მათ  არ ქონდათ გაცნობიერებული ინტერესთა კონფლიქტის საკითხები და არ  აყენებდნენ აცილებას, როცა გასაუბრებაზე მათი ოჯახის წევრები ან ნათესავები იმყოფებოდნენ.

მშვენიერაძის შეფასებით  სიაში    სუსტი კანდიდატები მოხვდნენ. მიუხედავად იმისა ,რომ პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან  გაწევრიანებული, მშვენიერაძე აცხადებს , რომ კრიტიკულ შეკითხვებს თავად  მოსამართლეობის კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე  დაუსვამენ. 

კოალიცია  დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელშიც 39 ორგანიზაციაა გაერთიანებული  იზიარებს იმ ხარვეზებსა და შეფასებას რაც ეუთოს ანგარიშშია  წარმოდგენილი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში