რუსეთი დონბასის შემთხვევაშიც ირწმუნება, რომ იგი მხოლოდ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს მეამბოხეებს და რომ ის რუსები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, მოხალისეები არიან.
ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების მომხრეა და მას მშვიდობისათვის გადასახადს უწოდებს. უკრაინის პრეზიდენტი მიმდინარე თვეში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას აპირებს, სადაც დონბასში კონფლიქტის მოგვარების მიზნით რუსულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას აპირებს.
ზელენკსის რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დასაბრუნებლად გეგმაც აქვს, თუმცა მისი გასაჯაროება ჯერ არ სურს.