შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან

13 სექტემბერი 2019, 17:32 1036 ნახვა

ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა - ამ თემაზე ისაუბრეს სახელმწიფო მინისტრმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ტოივო კლაართან გამართულ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე.

შეეხნენ გუგუტიანთკარსა და  ჩორჩანას მიმდებარედ მოქალაქეების დაკავების ფაქტებსაც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი