პრინციპულად მოვითხოვეთ უკანონო აქტივობის შეწყვეტა - სუსი

13 სექტემბერი 2019, 17:12 1240 ნახვა

სტანდარტული პოლიციის საგუშაგო გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივად და მისი დანიშნულება იქნება ადგილზე, უსაფრთხო გარემოების უზრუნველყოფა - ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ პრინციპულად მოითხოვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა.

"მინდა აღვნიშნო, რომ პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია. აუცილებელია, გაგრძელდეს დიალოგი პოზიციების დაახლოების მიზნით. ჩვენი შემდეგი შეხვედრის თარიღი ზუსტად არ არის განსაზღვული. ახალგორის საკითხი, რა თქმა უნდა, დავაყენეთ შეხვედრაზე და სამწუხაროდ, მათ გადასასვლელების ჩაკეტვა დაუკავშირეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, რაზეც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს არის წმინდა ჰუმანიტარული ასპექტი, რითაც სარგებლობს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობა და რამდენად დამაზიანებელი იქნება ეს მათთვის, რაც აუარესებს მათი ყოველდღიური ცხოვრების პირობებს. ასევე, არ უწყობს ხელს ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. სამწუხაროდ, ამ პუნქტთან დაკავშირებითაც არ არის მათი პოზიცია კონსტრუქციული და გადასასვლელების დაკეტვა პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია”,- განაცხადა ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ კოკრეტული პასუხი, თუ როდის გაიხსნება ახალგორში გადასასვლელები არ აქვთ, უწყებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ გადასასვლელების დაკეტვა გარკვეული პერიოდის შემდეგ იქ მაცხოვრებელი ადამიანებისათვის პრობლემას შექმნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი