ჩორჩანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერგნეთში დღეს ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. სავარაუდოდ, საუბარი შეეხება სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს მშენებლობას.
სწორედ ეს იყო 6 სექტემბერს გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.
მხარეები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც იმსჯელებენ.