სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, რომლებმაც საქართველოში უკანონოდ 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა შემოიტანეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნული საქონელი მოაქციეს საბაჟო სასაწყობო რეჟიმში და საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლების გადახდის გარეშე, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გამოყენების გზით, საქართველოში მისი რეალიზაცია განახორციელეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.