რას ფიქრობენ პარლამენტში ანდერს ფოგ რასმუსენის შეთავაზებაზე

11 სექტემბერი 2019, 12:10 1191 ნახვა

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პოლიტიკური შეფასებები მეორე დღეა კეთდება. საუბარია  საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე.

რასმუსენი  საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების "გერმანულ მოდელზე" აკეთებს აქცენტს , რაც ნიშნავს, იმას რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით შევა ნატოში, ხოლო კოლექტიური თავდაცვის მუხლი დეოკუპაციის შემდეგ ამოქმედდება.

ანუ, პირველ ეტაპზე შევიდეს ნატოში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე, ანუ საქართველო შედის ნატოში და მე-5 მუხლი ფარავს მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ეს განცხადება პოლიტიკურ წრეებში განხილვის მიზეზი გახდა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი